რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს, ამის შესახებ ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავისი გეგმების შესახებ და თქვა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას.
„ასეთი ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს, ღიად გადაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში და დაასრულოს სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევთან“, - წერს BBC.
სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით 15 თებერვალს მიმართა.