ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ.

შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება.


  • ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა.
  • გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ.
  • კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა