უკრაინა სამთავრობო უწყებებსა და ბანკების ვებგვერდებზე მასობრივი კიბერშეტევის შესახებ იუწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიბერთავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა.
„უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მორიგი მასობრივი (DDoS) თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან, ასევე არის პრობლემები უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე წვდომასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერზე გადართვით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავდასხმის ზიანი “, - განაცხადა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა.
წელს უკრაინა ორჯერ გახდა DDoS შეტევის სამიზნე - 14-15 იანვარს და 15 თებერვალს. თავს დაესხნენ უკრაინის ეროვნული ბანკის რესურსებს, პორტალს და Diia-ს სამთავრობო ელექტრონული სერვისების აპლიკაციას, ასევე Oschadbank-სა და Privatbank-ს.