გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეძრწუნებულია „უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით“. ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ.
ჯონსონმა შემდგომი ნაბიჯები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა.
- ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ.