მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და საჰაერო სივრცეს დახურავს

მეზობელ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოლდოვის უშიშროების უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა. ამასთან, მოლდოვა თავის საჰაერო სივრცეს ხუთშაბათიდან დახურავს.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის „საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა“.

სანდუმ უკრაინაში მყოფ მოლდოვის მოქალაქეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მოლდოვაში არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ არსებულმა კონფლიქტმა შეიძლება, გამოიწვიოს ლტოლვილების ნაკადი. სანდუს თქმით, „უკრაინასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სატრანსპორტო ნაკადის ზრდაა.

  • ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ წუთებში ჩვენ მზად ვართ, ათიათასობით ადამიანი მივიღოთ.