დღეს დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე დიდ და მკაცრ პაკეტს, რომელიც რუსეთს ოდესმე უნახავს. ასე წარადგინა გაერთიანებულმა სამეფომ სანქციათა ახალი პაკეტი, რომლის შესახებაც დეტალურად ბორის ჯონსონმა ისაუბრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი სურვილია, იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.
არსებული პაკეტის მიხედვით, კი აქტივების გაყინვა 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს შეეხება.
- ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი. ბორის ჯონსონ თქმით, მსგავსი ფინანსური სანქციები ბელორუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო.
- მსხვილი რუსული ბანკები გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის, VTB-ს დაუყოვნებლივ სანქცირებას. სანქცია შეეხება რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“.
გარდა ამისა, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს სავიზო პროცედურები გაუმარტივდებათ.
- ჩვენ და მსოფლიოს არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ თავისუფლება განადგურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ თვალი ავარიდოთ ამ ვითარებას.