ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვიტილებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დ შექმნილი კრიზისის გამო, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ-პეტერბურგი აღარ უმასპინძლებს. მატჩი პარიზში, სენტ-დენის სტადიონზე ჩატარდება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო შეჯიბრის ფინალი სანქტ-პეტერბურგში 28 მაისს უნდა გამართულიყო.

უეფამ მადლიერება გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ, პირადი მხარდაჭერისთვის და ვალდებულებისთვის, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თამაში საფრანგეთში გადაიტანოს.

მატჩი, 28 მაისს, სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენაზე“ უნდა გამართულიყო.

გადაწყვეტილება რუსეთის სპორტულმა და პოლიტიკურმა წრეებმა გააკრიტიკეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მიზეზების გამო. RFU ყოველთვის იცავდა პრინციპს „სპორტი პოლიტიკის მიღმაა“, - განაცხადა გაზპრომის შვილობილი კომპანიის გაზპრომ ნეფტის აღმასრულებელმა დირექტორმა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მომხდარს სამწუხარო გადაწყვეტილება უწოდა.

„სანქტ-პეტერბურგს შეეძლო, ყველა ხელსაყრელი პირობა შეექმნა ამ ფეხბურთის ფესტივალის ჩასატარებლად", - განაცხადა პესკოვმა.

საგანგებო სხდომაზე უეფამ ასევე რუსულ და უკრაინულ კლუბებს, ასევე, ეროვნულ გუნდებს საშინაო მატჩების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვა შესთავაზა.

ცნობისთვის, რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.