რუსული ჯარები კიევში ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ

რუსული ჯარები კიევში ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეიშინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს.

მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ვასილკოვის აეროდრომის მახლობლად, რომლის გამოყენებასაც რუსი მედესანტეები ცდილობენ, როგორც პლაცდარმის კიევზე თავდასხმისთვის.

უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ მიკოლაივში რუსები მოიგერიეს.