BBC: კიევში, „მაიდანზე“ ძლიერი აფეთქებაა

უკრაინის დედაქალაქში, მაიდანის მოედანთან დიდი აფეთქების ხმა გაისმა და რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის ტროეშჩინას რაიონშიც. თვითმხილველების თქმით, კიევზე საარტილერიო დარტყმები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ისმოდა.

BBC კიევში აფეთქებების და უკრაინის გარშემო სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყება.

უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს. კიევში სამხედრო ბაზამ რუსეთის ჯარების თავდასხმას გაუმკლავდა, განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა შაბათს.

Kyiv Independent-ის ცნობით, 50-ზე მეტი აფეთქება და ტყვიამფრქვევიდან ძლიერი სროლა დაფიქსირდა ქალაქის ზოოპარკთან და შულიავკას რაიონში.


Fox News-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ დედაქალაქს თავს დაესხნენ „მრავალი მიმართულებით".


უკრაინის სახელმწიფო სპეცსამსახურის ცნობით, ბრძოლები დედაქალაქის ტროეიშინას რაიონში CHP-6 ელექტროსადგურის მიმდებარედ მიმდინარეობს.


მძიმე ბრძოლები დაფიქსირდა ვასილკოვის აეროდრომის მახლობლად, რომლის გამოყენებასაც რუსი მედესანტეები ცდილობენ, როგორც პლაცდარმის კიევზე თავდასხმისთვის.

უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ მიკოლაივში რუსები მოიგერიეს.