თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ანკარის ცნობით, ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ზავის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს.
„მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საკითხი განიხილეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ცდილობს უზრუნველყოს ზავის რაც შეიძლება მალე გამოცხადება, რაც გარანტიას იძლევა, რომ აღარ იქნება სიკვდილი და უკრაინა აღარ დაზარალდება“, - განუცხადეს ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ახალი ამბები
უცხოეთი
ანკარა: ერდოღანმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რაც შეიძლება მალე მიღწევას ცდილობს
europetime 2022-01-01 0:00:00ფოტოს წყარო: Reuters