რუსული ძალები ხარკოვში, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში შევიდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მათივე ცნობოთ, ქალაქის შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი და საერთაშორისო მედია.
ხარკოვის რეგიონულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა:
- არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მოსახლეობას სთხოვენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში.