აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომლის შედეგადაც რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად.
„ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იყოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები. მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.