უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის ძალებმა 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის რუსეთის ძალებმა 4300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 24-26 თებერვალს განადგურდა 706 რუსული ჯავშანტრანსპორტიორი, 146 ტანკი, 27 თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი. 49 ქვემეხი, ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, ოთხი რაკეტა „გრადი“, 30 ერთეული ავტოტექნიკა, ორი დრონი, ორი კატარღა და გემი.

ინფორმაცია სავარაუდო და დასაზუსტებელია. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რთულია ბრძოლის შემდეგ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან მეთაურები ძირითადად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე არიან კონცენტრირებული.

რუსეთის მხარე მონაცემებს არ აქვეყნებს.