უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რუსეთი დანაკარგის შესახებ პირველად იუწყება

რუსეთმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებს. ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი გაცილებით მცირეა, ვიდრე განადგურებული ნაციონალისტების რაოდენობა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 4 300 რუსი ჯარისკაცის მოკლეს.