უკრაინის შსს: რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, 352 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად, ოთხი დღის განმავლობაში, 352 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1684 ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში გარდაცვლილთა შორის, 14 ბავშვია, 116 ბავშვი რუსი ოკუპანტების საომარი მოქმედებების შედეგად დაშავდა.

კიევში ბოლო 4 დღის განმავლობაში გარდაიცვალა 20 სამოქალაქო პირი.