სახელმწიფო იზრუნებს იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ტურისტს, შეიძლება, არ აქვს საარსებო საშუალებები და ამის უზრუნველყოფისთვის, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
„სამწუხაროდ, შეიძლება ყველა ინფორმაცია ჩვენთან არ შემოდის, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია - ჩემი დავალება უკვე მიცემული აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც კოორდინაციაშია მუნიციპალიტეტებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ადამიანთან, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ: