შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გაგრძელების გათვალისწინებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტების მიღების შესახებ“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ამავე თემაზე