უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა.
მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.
„მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.