ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ. წერილი ლატვიის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. წერილის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციისკენ ყველაზე მაღალ დონეზე, ასევე მისცენ შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ნაბიჯები, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკებათა პროცესი.
„ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქევყნების პრეზიდენტები, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში.