რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტაეკვანდოს ფედერაციამ მაგალითად მოიყვანა მათი დევიზი: „მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ტრიუმფი“ და დაგმო რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები. როგორც ფედერაციაში აღნიშნავენ, უდანაშაულო მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმა არღვევს სპორტის პატივისცემისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ტაეკვანდოს ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 2013 წელს ვლადიმერ პუტინისთვის მინიჭებული საპატიო შავი ქამრის ჩამორთმევის შესახებ.