„ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით: „ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი“.
ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე".
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა.
„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს დავით ზალკალიანი.
რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.