ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ დუმილი დაარღვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომში შეერთებული შტატების და დასავლეთის ჰეგემონიურ პოლიტიკას ადანაშაულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის თავდასხმის შესახებ თავის პირველ ოფიციალურ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთი დამნაშავეა „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“.