პოლონეთი და NATO არ აპირებენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადეს.
„NATO სოლიდარულია უკრაინის მიმართ. NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს სერიოზული საფასური დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და უგუნური შეჭრისთვის. ჩვენ რუსეთსაც და ბელარუსსაც პასუხს ვაგებინებთ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობით. NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციების განხორციელებით საფასური დააკისრეს. ჩვენ სატელეფონო საუბრისას რეალურად განვიხილეთ ეს სანქციები პრეზიდენტ ბაიდენთან და პრეზიდენტ დუდასთან, NATO-ს სხვა ლიდერებთან და ევროკავშირთან. NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
ასევე წაიკითხეთ:
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა