საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული.
„ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ. ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.