„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება“, - ეს ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ფოტო/სქრინშოთს ერთვის თან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინისთვის გამოხატულ მხარდაჭერას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეძღვნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამონათვალში, ერთ-ერთ პუნქტში საუბარია, რომ პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები გამოიფინა.