საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დღემდე მან უწყებაში არაერთი რეფორმა განახორციელა – შეიქმნა ციფრული არქივი; დაიწყო მუშაობა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმაზე, სააღსრულებო წარმოების ციფრულ პროგრამაზე. ამ პროექტების დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში სრულად ციფრულ მმართველობას დანერგავს.