უკრაინული მედია: რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ცნობით, რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ", - წერს გამოცემა.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს?!