ენტონი ბლინკენმა რუს ხალხს მიმართა: სანქციები თქვენ წინააღმდეგ არ არის, მისი მიზანია, აიძულოთ თქვენი მთავრობა, შეაჩეროს აგრესია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ენტონი ბლინკენმა რუს ხალხს მიმართა.

  • ეს არ არის რუსი ხალხის ომი. დღითიდღე ცხადი ხდება, რომ რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება. რუსი სამხედროები ამას ეწინააღმდეგებიან და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის აგზავნიდნენ. ახლა კი, რუსი ხალხი დაზარალდება მათი ლიდერების არჩევანის შედეგებით.

    თუ მათ შეუძლიათ ამის მოსმენა, რადგან კრემლი კიდევ უფრო მკაცრად ზღუდავს მედიასაშუალებებს, რომლებიც ავრცელებენ სიმართლეს, ჩემი გზავნილი რუსი ხალხისადმი ასეთია: ჩვენ ვიცით, რომ ბევრ თქვენგანს არ სურს ამ ომში მონაწილეობა.

  • თქვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, ისევე როგორც ამერიკელებს, ისევე როგორც ადამიანებს ყველგან, ერთი და იგივე რამ გსურთ - კარგი სამსახური სუფთა ჰაერი და წყალი, შანსი, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო გარემოში გაიზრდებიან; რომ გაგზავნოთ ისინი კარგ სკოლებში, აჩუქოთ მათ იმაზეუკეთესი ცხოვრება, ვიდრე თქვენ გქონდათ.  

  • და როგორ გეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ? როგორ გააუმჯობესებს ეს თქვენს ცხოვრებას? ეკონომიკური ხარჯები, რომლებიც ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, არ არის გამიზნული თქვენ წინააღმდეგ - ის მიზნად ისახავს იმას, რომ აიძულოთ თქვენი მთავრობა შეაჩეროს თავისი ქმედებები, შეაჩეროს აგრესია. თუ პრეზიდენტ პუტინს ლიდერობის დემონსტრირება სურს, მან უნდა მისცეს რუს ჯარისკაცებს სახლში წასვლის საშუალება.