უკრაინის დედაქალაქში, გამთენიისას, სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორი ძლიერი აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრში გაისმა, რასაც კიდევ ორი აფეთქება კიევის მეტროსადგურთან მოჰყვა. ისმის სირენების ხმაც, რაც საჰაერო თავდასხმის მომასწავებელია. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.