თეთრმა სახლმა კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინისთვის, $10 მილიარდის ლეტალური და ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცონ. ეს არის ნაწილი 32,5 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნისა, რომელიც გაგზავნილია კაპიტოლიუმში, რადგან რუსეთი აგრძელებს წინსვლას უკრაინაში.
უკრაინაში დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, სხვა მიმართულებებთან ერთად, მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის და რუსეთის აგრესიისგან დაცვისთვის არის გამიზნული.
კანონმდებლები გრძელვადიანი დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმების მისაღწევად ვადა 11 მარტამდე აქვთ.
ადმინისტრაცია ასევე გეგმავს 500 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინასა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, თვდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების და რუსეთის შეკავების მიზნით.