საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს ახალი 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. მაკრონის ოფისის ცნობით, ეს არის უკვე მესამე საუბარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაკრონის თანაშემწემ ანონიმურობის პირობით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საფრანგეთის ლიდერი ესაუბრა პუტინს, შემდეგ კი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.
როგორც France24-ს მაკრონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ თვლის, რომ უკრაინაში „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს „უკომპრომისო ბრძოლის“ პირობა დადო.