უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ მოლაპარაკება შესთავაზა და განაცხადა, რომ ეს არის ომის დასრულების ერთადერთი გზა.
„ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს, რა გინდათ ჩვენგან, დატოვეთ ჩვენი მიწა...„დაჯექი ჩემთან. უბრალოდ არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც [საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან]... მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და სხვის მიწებს", - მიმართა ზელენსკიმ პუტინს.