„პენტაგონმა შექმნა ახალი ცხელი ხაზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა თავიდან აიცილოს „გაუთვლელი“ სამხედრო ინციდენტები და ესკალაცია“, - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს. ანონიმურობის პირობით, ამერიკულმა წყარომ აღნიშნა, რომ „ცხელი ხაზი“ პირველ მარტს ჩამოყალიბდა.
ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთთან ცხელი ხაზები წარსულში, მათ შორის სირიის ომის დროს შექმნეს.
პენტაგონმა დააფუძნა ახალი ცხელი ხაზი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რათა თავიდან აიცილოს „გაუთვლელი“ სამხედრო ინციდეტები და ესკალაცია“ რეგიონში, რადგან რუსეთის შეჭრა უკრაინაში წინ მიიწევს, - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მას არ ჰყავს ჯარები უკრაინაში, მაგრამ მას და NATO-ს მოკავშირეებს აწუხებთ ევროპაში „პოტენციური გავრცელების საკითხი“, მათ შორის უბედური შემთხვევები, რადგან რუსეთი ახორციელებს ყველაზე დიდ თავდასხმას ევროპულ სახელმწიფოზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.