აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესდათ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მყოფთა ამერიკული აქტივები და ქონება დაიბლოკება. ამერიკაში გამგზავრება 19 ოლიგარქს და მათი ოჯახის 47 წევრს აეკრძალებათ.

სანქცირებულთა სიაში არია: ნიკოლაი ტოკარევი; ბორის როტენბერგი; არკადი როტენბერგი; სერგეი ჩემეზოვი;იგორ შუვალოვი;ევგენი პრიგოჟინი; დიმიტრი პესკოვი; ალიშერ უსმანოვი.

„აშშ და მთელ მსოფლიოში მთავრობები იმუშავებენ იმისთვის, რომ გამოავლინონ და გაყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ასევე დაუწესა სანქციები უსმანოვს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს. ბრიტანეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინტერესები გაერთიანებულ სამეფოში და მჭიდრო კავშირები კრემლთან“.