მიხეილ პოდოლიაკი: მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას

დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.

„ამ ომის ლოგიკაა: სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, - წერს პოდოლიაკი.

ასევე წაიკითხეთ:

ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე

დმიტრო კულება: მშვიდად ვეუბნებით NATO-ში ჩვენს პარტნიორებს, თუ ახლა არ დაგვეხმარებით, შემდეგი თქვენ იქნებით