რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება.
ამასთან, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება მოწოდებები, “რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ჯარების გამოყენებას რუსეთის ინტერესების დასაცავად”.
ცნობისთვის, რუსეთის მედიის მარეგულირებელი აფრთხილებს დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, არ გაავრცელონ ნეგატიური ინფორმაცია უკრაინის ომის, მათ შორის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ.
ასევე წაიკითხეთ: