თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სპორტული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მუნიციპალური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
„თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით“, – აცხადებენ მერიაში.
ასევე წაიკითხეთ: