უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს.
„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ შეიქმნება ჰუმანიტარული დერეფნები. რაც შეეხება ქალაქების რაოდენობას, ეს მხოლოდ დასაწყისია. შეიქმნება სამუშაო მოდელი, რის შემდეგაც ევაკუაცია სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდანაც განხორციელდება“, - ამბობს პოდოლიაკი.
ასევე წაიკითხეთ:
დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო