უკრაინული მედიის ცნობით, დააკავეს რადას დეპუტატი, რომელიც ბლოკპოსტზე მონაცემებს აგროვებდა

კიევში რადას დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი დააკავეს.

Unian-ის ცნობით, პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი დეპუტატი კიევში ჯარისკაცების პოზიციებს, საგუშაგოს ტელეფონის კამერით უკანონოდ იღებდა.

მედიის ცნობით, დეპუტატი ჯარისკაცებმა დააკავეს.