უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ქვეყნებში წასული უკრაინელები ქვეყანაში დაბრუნებას მალე შეძლებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განააცხადა.
- დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდი, რადგან საფრთხე აღარ არსებობს.