არსებობს ცნობები, რომ ქალაქ კიევიდან 60 კილომეტრში (37 მილი), ბოდორიანკაში, რუსულმა ძალებმა ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიპყრეს და ადგილზე დაახლოებით 670 პაციენტი ტყვედ ჩაიგდეს, წერს BBC.
უკრაინული საინფორმაციო პლატფორმა Hromadske-ზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობებს კიევის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ადასტურებს.
„დღეს ჩვენთვის გაურკვეველია, როგორ გამოვიყვანოთ ეს ხალხი, როგორ დავეხმაროთ მათ. მალე აღარ ექნებათ წყალი და წამლები. ისინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, მათ სჭირდებათ მუდმივი დახმარება... მათგან ბევრი წლებია, საწოლს არის მიჯაჭვული. არსებობს ეჭვი, რომ შენობა შესაძლოა, დანაღმული იყოს“, - აცხადებს ოლექსი კულება.