„უკრაინაში ათასობით ადამიანი - კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქვეყნის დასაცავად სწირავს სიცოცხლეს. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, და ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ეს ქვეყანა კიდევ უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რაც რუსეთმა გაანადგურა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პროგრესია. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ იმოქმედებს ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა. სამწუხაროდ, ახლა ეს შეუძლებელია რუსეთის მხრიდან ცეცხლისა და დაბომბვის გამო. მაგრამ ყველა ომი დიპლომატიური გზით და მოლაპარაკებით მთავრდება, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ ამ მოლაპარაკებებზე რუსების ულტიმატუმების მისაღებად. უკრაინაში ათასობით ადამიანი - კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქვეყნის დასაცავად სწირავს სიცოცხლეს. როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, და ამაში ეჭვიც არ მეპარება, ჩვენ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ეს ქვეყანა კიდევ უკეთესი იქნება ვიდრე ის, რაც რუსეთმა გაანადგურა“, - განაცხადა კულებამ.