გაძევებული რუსი დიპლომატებისთვის შეერთებულმა შტატებმა გამონაკლისის სახით ჩარტერული ფრენა დაუშვა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
„ეს განსაკუთრებული გამონაკლისი გაკეთდა ფედერალური რეგულაციების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილიყო რუსეთის მისიის პერსონალისა და მათი ოჯახების მიერ ქვეყნის დატოვება იმ თარიღისთვის, რაც ჩვენ განვუსაზღვრეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
5 მარტის, რადიო თავისუფლებამ საჰაერო ხომალდების მეთვალყურეობის ვებგვერდის, Flight Radar-ის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური თვითმფრინავი, "ილ-96" საბორტო ნომრით RSD88, სანკტ-პეტერბურგიდან აფრინდა და ვაშინგტონისკენ გაემართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლები, პრივილიეგიების ბოროტად გამოყენების გამო გააძევეს.