საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
- მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, 12:00 საათიდან, იწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 მარტის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საევაკუაციო მწვანე დერეფნისთვის განსაზღვრულია შემდეგი მარშრუტი: მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში-რესპუბლიკა (ნიკოლსკის გვერდის ავლით)-როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი-ორეხოვი-ზაპოროჟიე. მუნიციპალური ავტობუსებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება 3 ლოკაციიდან:
იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდებით საკუთარი ავტომობილით, გთხოვთ:· იმოძრაოთ ჰუმანიტარულ კოლონასთან ერთად.· არ გადაუხვიოთ მითითებულ მარშრუტს.
ევაკუაცია 5 მარტს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დაბომბვა განაგრძეს და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმება დაარღვიეს. რუსული მხარე კი, შეთანხმების დარღვევაში უკრაინულს ადანაშაულებს.