ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა მოწოდებას, ემსახურათ „საერთაშორისო ბატალიონში“ უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ.
საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების მოხალისეებმაც გადადგეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა, როგორებიცაა, საქართველო და ბელარუსი.
ხუთშაბათს Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 000 უცხოელი მოხალისისაგან შემდგარ „საერთაშორისო ლეგიონზე“ ისაუბრა და მსურველებს მოუწოდა, შეერთებოდნენ მას „უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს დასაცავად".