რომის პაპი: უკრაინაში არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი „არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია. მან უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც „ცრემლებისა და სისხლის მდინარეები მოედინება“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასულ კვირას, რომის პაპმა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა.



კრემლი ამტკიცებს, რომ მისი შეჭრა უკრაინაში არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც უკრაინის „დემილიტარიზაციისთვის“ დაიწყო.