ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
„დიდი ერის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუპოვარმა და დიდებულმა ბრძოლამ, კაცობრიობის მტრების ეშმაკისეული შეთქმულება გააშიშვლა. გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი დგას თქვენ გვერდით და აღფრთოვანებულია ამ გმირული გამძლეობით“, - წერს ირანის ყოფილი პრეზიდენტი Twitter-ზე.