მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: