ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
„მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდეება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე უკრაინაში რჩებოდა და ახლაც უკრაიანში არის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კიევიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება