მიხაილო პოდოლიაკი: როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება

როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და დანგრეული უკრაინის ფოტოების ყურება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ გვერდზე დაწერა.

„როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში ჯდომა, კროასანთან ერთად ყავის აუჩქარებლად სმა და უკრაინის ქალაქების ფოტოების ყურება, რომლებსაც მიწასთან ასწორებენ პირდაპირ ეთერში. ჩვენს ქალაქებში კი კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ასევე წაიკითხეთ:

ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ